საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა გერმანიის ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო. დათო ჩადუნელის გუნდმა ტურნირის სასტარტო შეხვედრაში მეტოქე 3:2 დაამარცხა.
მომდევნო მატჩებში ჩვენი გუნდი ირლანდიის, საფრანგეთისა და ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება. ერთა ლიგის A დივიზიონის საგზურს ტურნირის გამარჯვებული მიიღებს.
საქართველოს ნაკრებმა B დივიზიონში ასპარეზობის უფლება 2023 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიაში ჩატარებული C დივიზიონის გამარჯვებული გახდა.