გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ ფრანკ შმიდტის გუნდმა შინ „აუგსბურგი“ 2:1 დაამარცხა. მეორე ტაიმის დასაწყისში მიკელ კაუფმანმა და სირლორდ კონტემ ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. სტუმრებმა ბოლოს სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვერ მოახერხეს. ზივზივაძეს არ უთამაშია, რადგან დისკვალიფიცირებულია და მომდევნო მატჩსაც გამოტოვებს, მერე კი სანაკრებო პაუზა იწყება. ამიტომც, ბუდუ გუნდს ოქტომბრის შუა რიცხვებში, სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.
„ჰაიდენჰაიმი“ 3 ქულით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურის მატჩს კი 5 ოქტომბერს, სტუმრად „შტუტგარტთან“ გამართავს.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა „დორტმუნდმა“, რომელმაც სტუმრად „მაინცი“ ადვილად, 2:0 დაამარცხა. ნიკო კოვაჩის გუნდმა პირველივე ტაიმში გაუტანა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი და შინ 3 ქულით ბრუნდება. „დორტმუნდი“ 13 ქულით მეორე ადგილზეა.
ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა „ლევერკუზენმა“, რომელმაც გასვლაზე 2:1 სძლია „ზანკტ პაულის“. „ფარმაცევტებისთვის“ ეს სულ მეორე მოგება იყო, მაგრამ 8 ქულით მეოთხე ადგილზე არიან.









