გერმანიის ბუნდესლიგის მე-5 ტურის შაბათის სათამაშო დღეს 5 მატჩი იმართება, საიდანაც ოთხი უკვე დასრულდა. ამ შეხვედრებს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ერთპიროვნული ლიდერი მაქსიმალური 15 ქულით კვლავ „ბაიერნია“ (რომელმაც გუშინ „ვერდერი“ შინ 4:0 დაამარცხა), მეორე ადგილიზე დორტმუნდის ბორუსია“ (13 ქულა), მესამეზე კი 12-ქულიანი „ლაიფციგი,“ რომელმაც ბელგიელი იოჰან ბაკაიოკოს ერთადერთი გოლით სტუმრად დაამარცხა „ვოლფსბურგი“ – 0:1.
ლაიფციგელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ბოლო წუთზე მათმა ავსტრიელმა კრისტოფ ბაუმგარტნერმა პენალტი ვერ გაიტანა.
დოტმუნდის ბორუსიამ“ ასევე სტუმრად „მაინცს“ შვედი დანიელ სვენსონისა და გერმანელი ქარიმ ადეიემის გოლებით 0:2 მოუგო.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-5 ტური. 27 სექტემბერი: ჰაიდენჰაიმი - აუგსბურგი 2:1, ზანქტ პაული - ბაიერი 1:2, მაინცი - დორტმუნდი 0:2, ვოლფსბურგი - ლაიფციგი 0:1, გლადბახი - აინტრახტი მოგვიანებით გაიმართება









