ფეხბურთი

20:24 | 27.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ „რეალი“ 5:2 გაანადგურა

პრიმერას მე-7 ტურის მატჩში, „ატლეტიკომ“ მადრიდულ დერბიში თავის „მეტროპოლიტანოზე“ „რეალს“ 5:2 მოუგო. ეს ჩაბი ალონსოს გუნდის პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე პრიმერაში, ზედიზედ ექვსი გამარჯვების შემდეგ.

ფაქტობრივად, პირველივე სერიოზულმა მეტოქემ სირცხილი აჭამა „სამეფო კლუბს.“ ასე რომ, ესპანელ სპეციალისტს საფიქრალი ბევრი ექნება.

მატჩის გმირი არგენტინელი ხულიან ალვარესი გახდა, მან დუბლი შეასრულა.

საერთოდ მატჩი ძალიან დაძაბლი და სანახაობრივი გამოდგა. ჯერ ატლეტიკო“ იგებდა (ლე ნორმანი), შემდეგ „რეალი,“ (კილიან მბაპე, არდა გიულერი), მაგრამ მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატება აშკარად გამოიკვეთა და აკი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს. თითო გოლი ალექსანდერ სიორლოტმა და შეცვლაზე შესულმა ანტუან გრიზმანმაც გაიტანეს.

მიუხედავად ამისა, „რეალი“ 18 ქულით კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად რჩება. 12-ქულიანი „ატლეტიკო“ კი მე-5 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093832