დღეს, 27 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურის ორი მატჩი იმართება. ერთი უკვე დასრულდა. „თელავმა“ „გაგრას“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
გოლები ფირუზ გაბიტაშვილმა (მე-4 წუთი), ესპანელმა ინიგო მარტინმა (41), დაჩი ცნობილაძემ (58) და ანდრია დევდარიანმა (78) გაიტანეს.
დაჩი ცნობილაძემ 35-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. ნახევარი საათის თავზე კი სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა კობა რევაზაშვილმა მინდვრიდან პირდაპირი წითელი ბარათით გაგრელთა ბრაზილიელი მცველი, კლაუდინეი გააძევა.
ახლა „თელავს“ 25 ქულა მოუგროვდა და პლეი-აუტის ზონას თავი დააღწია. „გაგრამ“ კი ზედიზედ ოთხი მოგებისა და ერთი ფრის შემდეგ, პირველად წააგო და 33 ქულით მე-6 ადგილზე დგას.