იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის მატჩი „იუვენტუსსა“ და „ატალანტას“ შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.
თამაშის პირველი გოლი 45+1 წუთზე გაიტანა ბერგამოელთა განელმა თავდამსხმელმა კამალ სულემანამ. 78-ე წუთზე „იუვენტუსის“ მცველმა ხუან კაბალმა გაათანაბრა ანგარიში. 80-ე წუთზე „ატალანტას“ ნახევარმცველი მარტენ დე რონი ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევეს მოედნიდან.
„ატალანტამ“ სეზონში ქულების ჯამური რაოდენობა ცხრამდე გაზარდა და სერია A-ს ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. 11-ქულიანი „იუვენტუსი“ კი - მეორეა.