ფეხბურთი

23:12 | 27.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

10 გოლი ბუნდესლიგის გვიან მატჩში

ბუნდესლიგის მე-5 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი მიონხენგლადბახის „ბორუსიასა“ და ფრანკფურტის აინტრახტს“ შორის დასრულდა. მეტოქეებმა ერთმანეთს ჯამში 10 გოლი გაუტანეს - სტუმარმა „აინტრახტმა“ 4:6 გაიმარჯვა. 49-ე წითისთვის სტუმრები 0:6 იგებდნენ.

დუბლი მიითვალა ფრანკფურტელთა გერმანელმა მცველმა რობინ კოხმა. მასპინძელმა გუნდმა კი 73-ე და 83-ე წუთებს შორის სამი გოლი გაიტანა. „ბორუსიას“ რიგებში იენს კასტროპმა, ჰარის ტაბაკოვიჩმა და იანიკ ენგელჰარდტმა გაიტანეს. ერთიც 90+9-ე წუთზე სომეხმა გრანტ-ლეონ რანოსმა.

სტუმართაგან თავი ასევე გამოიჩინეს ანსგარ კნაუფმა, ჯონათან ბურკარდტმა, ფარის შაიბიმ და ჯან უზუნმა.

„აინტრახტი“ ბუნდესლიგის ცხრილში ცხრა ქულით მეოთხე პოზიციაზეა. მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ორი ქულით ბოლო -მე-18-ზე.

გერმანია. ბუნდესლიგა. მე-5 ტური. 27 სექტემბერი: ჰაიდენჰაიმი - აუგსბურგი 2:1, ზანქტ პაული - ბაიერი 1:2, მაინცი - დორტმუნდი 0:2, ვოლფსბურგი - ლაიფციგი 0:1, გლადბახი - აინტრახტი 4:6

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093117