ფეხბურთი

0:20 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკოს“ მწვრთნელი სიმეონე „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ: „ბევრი ემოცია იყო“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდის „რეალთან“ 5:2 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ბევრი ემოცია იყო. სეზონი კარგად არ დაიწყო. ბევრმა მათგანმა, ვინც მოედანზე არ გამოჩენილა, უზარმაზარი სამუშაო გაწია და ეს შესანიშნავია. ყველაზე მნიშვნელოვანი რწმენა და სიმშვიდეა. ჩვენ ვიცით, რისი მიღწევა გვსურს, რა სფეროებში გვჭირდება გაუმჯობესება. ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ პროგრესს მივაღწიეთ“, - ციტირებს სიმეონეს სიტყვებს AS.

ამ გამარჯვების შემდეგ „ატლეტიკომ“ 12 ქულა დააგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მეოთხე ადგილზე ავიდა. მადრიდის „რეალი“ (18) კვლავ პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097439