ჭადრაკი

20:06 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოჭადრაკე ქალები უმაღლესი ლიგის საგზურისათვის ბრძოლას იწყებენ

15-დან 23 ნოემბრის ჩათვლით ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ჩემპიონატის პირველი ლიგის ტურნირს მასპინძლობს. ტურნირზე 2015 წლის ეროვნული ჩემპიონატის 5 საგზური გათამაშდება. აღნიშნულ საგზურს პირველ-მეხუთე ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უკეთესი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეს მიენიჭება. აღნიშნული ტურნირი 9 ტურად ჩატარდება. პირველი 8 ტური 15 საათზე, ხოლო ბოლო მეცხრე ტური 23 ნოემბერს 11 საათზე დაიწყება. ამავე დღეს 16 საათზე დანიშნულია ჩემპიონატის დახურვა. აღნიშნულ ტურნირზე დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

ტურნირის დირექტორი: საქართველოს ჭადრაკის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგარიტა თანდაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093439