ფეხბურთი

0:27 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ოსერთან" ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო შეცვალეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ოსერთან“ მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს.

ქართველმა შემტევმა პირველ ტაიმში მარცხენა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარც დაბრუნებულა. ჯერ რა თქმა უნდა, უცნობია, დაზიანების ხარისხი, ეს მოგვიანებით გაირკვევა.

აღსანიშნავია, რომ პსჟ-ს ამ მატჩში ვიტინიაც დაუშავდა, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს. ლაზარეთში არიან დეზირე დუე, უსმან დემბელე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსიც.

ლუის ენრიკეს გუნდში ტრავმების ეპიდემიაა, ოთხ დღეში კი, პარიზელებს ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩი ელოდებათ. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090748