ესპანეთის ლა ლიგის მეშვიდე ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ „ბილბაოს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე შანსები, მაგრამ მეორე ნახევარი მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და თამაშიც მოიგეს. გამარჯვების გოლი 77-ე წუთზე ალბერტო მოლეირომ გაიტანა, რომელიც მოედანზე 5 წუთის შესული იყო.
გიორგი მიქაუტაძემ 72-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ ამჯერად საგოლე მოქმედებით ვერ გამოირჩა. ქართველ ფეხბურთელს ესპანური გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ხუთ მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.
„ვილიარეალი“ შვიდი ტურის შემდეგ 16 ქულით ლა ლიგაში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 ოქტომბერს, მადრიდის „რეალს“ ესტუმრება. თუმცა, მანამდე მარსელინოს გუნდი 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.