ფეხბურთი

0:59 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მცველების გოლებით მოიგო, მაგრამ ლიდერები დაკარგა

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეექვსე ტურში ცენტრალური მცველების გოლებით მოიგო.

ლუის ენრიკეს გუნდმა „ოსერი“ 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში ანგარიში ილია ზაბარნიმ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში უპირატესობა ლუკას ბერალდომ გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პსჟ-მ მოიგო, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიტინიამ ტრავმები მიიღეს. ჯერჯერობით, მათი დაზიანების ხარისხი უცნობია. კვარამ პირველი ტაიმი ითამაშა და შესვენებაზე შეცვალეს. პარიზელთა ლაზარეთში არიან უსმან დემბელე, დეზირე დუე, მარკინიოსი და ჟოაო ნევეშიც...

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს ექვსი ტურის შემდეგ 15 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 5 ოქტომბერს „ლილს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „ბარსელონას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090832