იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში „კალიარისა“ და „ინტერს“ შორის მატჩი სტუმარი გუნდის გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
პირველი გოლი მეცხრე წუთზე „ინტერის“ თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, ცენტრალური მცველის, ალესანდრო ბასტონის პასით. 82-ე წუთზე,შეცვლაზე შესულმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ესპოზიტომ სტუმართა უპირატესობა გააორმაგა.
„ინტერმა“ 9 ქულა მოაგროვა და და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. თუმა 9 ქულა კიდევ ოთხ გუნდს „ატალანტას,“„მილანს,“ „კრემონეზესა“ და „რომას“ აქვთ. მილანელები მათ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებენ.
„კალიარის“ შვიდი ქულა აქვს და ამჟამად სერია A-ში მეცხრე ადგილზეა.