კალათბურთი

1:41 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაში ესპანეთის სუპერთასზე "რეალთან"

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ტენერიფე“ მადრიდის „რეალთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 71:72 დამარცხდა, გიორგი შერმადინმა კი შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

„ტენერიფემ“ ტიამი 10 ქულით მოიგო და ბოლო პერიოდის წინაც 5-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ერთი ქულით მარცხი განიცადა და ფინალს მიღმა დარჩა.

შერმადინმა 30 წუთში 23 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 11-დან 7 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა. ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო, როგორც ქულების რაოდენობით, ისე მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით.

„ტენერიფე“ მომდევნო მატჩს 4 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც ლიგა ენდესას პირველ ტურში „მანრესას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100637