ფეხბურთი

11:08 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "არასდროს მიფიქრია, რომ გენიოსი ვარ, პროვოკატორი - კი"

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უეფას ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ თავზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ის არასდროს მიიჩნევდა თავს გენიოსად, მაგრამ პროვოკატორად კი:

„როდესაც „პორტუ“ დავტოვე, „ჩელსის“ შემადგენლობაში ჩემი პირველი ევროპული მატჩი „პორტუს“ წინააღმდეგ იყო. ვფიქრობ, შემიძლია სრულიად დამავიწყდეს, სად ვარ, ვის წინააღმდეგ ვთამაშობ და რომელ ქალაქში ვარ, 90 წუთის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩელსი-ბენფიკას თამაში ჩემთვის იგივე არ არის, რაც არსენალი-ბენფიკას თამაში.

ჩემთვის „ბენფიკაში“ დაბრუნება გიგანტურ კლუბში დაბრუნებას ნიშნავს, თუნდაც ისტორიული თვალსაზრისით. „ბენფიკა“ უზარმაზარი კლუბია და ამ გაგებით, პასუხისმგებლობები და მოლოდინებიც უზარმაზარია. ეს ისეთი გამოწვევაა, როგორიც მჭირდება ჩემი ცხოვრება პრაქტიკულად ყოველთვის ასეთი იყო.

„მწვრთნელი ერთი და იგივე დნმ-ით იბადება და კვდება - მას არჩევანი არ აქვს. მაგრამ როგორც ადამიანს, არსებობს განსხვავებები. შესაძლოა, თავიდან უფრო მეტად საკუთარ თავზე ვფიქრობდი და ახლა უფრო ალტრუისტულად ვგრძნობ თავს. ვგრძნობ, რომ ფეხბურთში ჩემი მოთამაშეების დასახმარებლად ვარ. ეს ბუნებრივი ცვლილებაა, რომელიც არ ამახინჯებს ჩემს თავს, როგორც მწვრთნელს.

თავს უფრო ძლიერად ვგრძნობ, გაცილებით უკეთეს მწვრთნელად ვგრძნობ, ვიდრე ადრე. მწვრთნელი გამოცდილების მიღებასთან ერთად უმჯობესდება. ჩემს კარიერაში ყოფილა თამაშები, სადაც მეგონა, რომ გამარჯვებული ვიყავი. ეს იმიტომ, რომ ზოგჯერ სწორი იდეები, გადაწყვეტილებები და სტრატეგიები გაქვს. მაგრამ არასდროს მიგრძვნია თავი გენიოსად. შეიძლება ცოტა პროვოკატორად, მაგრამ არასდროს მიგრძვნია თავი გენიოსად ან ეშმაკად“, - თქვა მოურინიომ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09866