ფეხბურთი

2:33 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ოსერთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას და ვიტინიას ტრავმებზე კომენტარი გააკეთა.

თუმცა, ესპანელმა ჯერჯერობით, დაზუსტებით ვერაფერი თქვა და ყველაფერს სამედიცინო გამოკვლევა გამოაჩენს:

„მათ ტრავმებზე ვერაფერს ვიტყვი, დადებითი მდგომარეობა არ ჩანს, სამედიცინო შემოწმების პასუხებს უნდა დაველოდოთ, რომელიც ხვალ ან ზეგ იქნება, რათა გავიგოთ, რა ტიპის ტრავმებია. თუმცა ეს ნორმალურია, ყველა გუნდისთვის და ფეხბურთელისთვის ასეთი გრაფიკია, არა მხოლოდ ჩვენთვის. ძალიან ფრთხილად და მშვიდად უნდა ვიყოთ. ვცდილობთ, გუნდურად დავძლიოთ ეს პრობლემები, გულშემატკივრების დახმარებით.

ვინ თქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი ვარ? ჩემზე ბევრად ძლიერი მწვრთნელები არიან, მაგრამ მათ არ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც მე მყავს“, - თქვა ლუის ენრიკემ.

ქართველმა შემტევმა "ოსერთან" მატჩის პირველ ტაიმში მარცხენა ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო და შესვენების შემდეგ მოედანზე აღარც დაბრუნებულა. მას მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. პსჟ-მ "ოსერი" 2:0 დაამარცხა და მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, "ბარსელონასთან" გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.08931