„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინო ტორალმა „ბილბაოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობ და არ ხარ მიჩვეული, შეიძლება შეცდომა დაუშვა და ლა ლიგა გვერდზე გადადო, რადგან ჩემპიონთა ლიგის თამაშები უფრო საინტერესოა. თუმცა, თუ ლა ლიგაში ვერ მოიგებ, ეს დაუცველობის განცდას შეგიქმნის. როდესაც გამარჯვებას ეჩვევი, ყველაფერი უკეთესადაა. ოქტომბერი მნიშვნელოვანია იმის სანახავად, თუ რა დონეზე ვართ. იმედი მაქვს, „იუვენტუსთან“ მატჩის წინ ენერგიას კარგად აღვიდგინეთ, სტადიონი სავსე იქნება და გამარჯვებაში დაგვეხმარება.
ტანი ოლივასეი ძალიან სწრაფად ადაპტირდება. ის გვთავაზობს ვარიანტებს, რომლებიც ჟორჟისგან განსხვავდება. როდესაც სამ ტურნირზე თამაშობ, მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელი - ისინი, ვინც ძირითადში არიან და ისინიც, ვინც შეცვლაზე შედიან“, - თქვა მარსელინომ.
„ვილიარეალი“ შვიდი ტურის შემდეგ 16 ქულით ლა ლიგაში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 ოქტომბერს, მადრიდის „რეალს“ ესტუმრება. თუმცა, მანამდე მარსელინოს გუნდი 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს.









