მადრიდის „რეალს“ დანი კარვახალი გამოაკლდა. ესპანელმა მცველმა მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოსთან“ მატჩში ტრავმა მიიღო.
მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, კარვახალი 4-5 კვირის განმავლობაში იუქმებს, რაც „რეალისთვის“ სერიოზული დანაკლისია. მით უფრო იმის ფონზე, რომ დაცვაში ჩაბი ალონსოს გუნდს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ანტონიო რიუდიგერიც აკლია.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ დერბიში „ატლეტიკოსთან“ 2:5 განადგურდა და სეზონში პირველი მარცხი განიცადა.