ფეხბურთი

14:15 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდმა სულშერის რეკორდი გააუმჯობესა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნორვეგიელი ფეხბურთელი გახდა.

ჰოლანდმა „ბარნლისთან“ დუბლი შეასრულა, რის შედეგადაც პრემიერლიგაში ჩატარებულ 103 მატჩში 93 გოლი დაუგროვდა და ოლე გუნარ სულშერს გადაუსწრო, რომელმაც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედში“ კონკრეტულად პრემიერლიგაში 91 გოლი გაიტანა (235 მატჩში). მესამე ადგილზე ნორვეგიელებს შორის ჯოშუა კინგია 53 გოლით (204 მატჩში).

გარდა ამისა, ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ ყველა დროის ბომბარდირთა ათეულში შევიდა 133 გოლით და მეცხრე ადგილზეა, მან ბილი ჯაილსლის და ფრედ ტილსონს გადაასწრო (132-132 გოლი). „სიტის“ ყველა დროის გოლეადორი სერხიო აგუეროა, რომელმაც 260 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091057