ფეხბურთი

16:02 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ვიცით, რისი მიღწევა გვინდა და რა უნდა გავაუმჯობესოთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„სეზონი საუკეთესოდ ვერ დავიწყეთ, მაგრამ ამ გამარჯვებით ბევრი ემოცია მივიღეთ. ბევრმა მათგანმა, ვინც მოედანზე არ ჩანს, შესანიშნავი სამუშაო გასწია, ეს უბრალოდ შესანიშნავია. ყველაზე მნიშვნელოვანი რწმენა და სიმშვიდეა. ვიცით, რისი მიღწევა გვინდა, რა ასპექტები უნდა გავაუმჯობესოთ, „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ პროგრესი გვაქვს“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „ატლეტიკომ“ „რეალს“ 5:2 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093306