ფეხბურთი

16:30 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზე" ზედიზედ მეორედ დამარცხდა, საბა გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ „სასუოლოსთან“ დამარცხდა, ხოლო ქართველ მცველს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა ისევ არ მისცემია.

„სასუოლომ“ უდინელებს საწყის 12 წუთში ორჯერ გაუტანა და ორივე გოლი იმ ზონიდან გავიდა, სადაც გოგლიჩიძის კონკურენტი თამაშობს, რომელიც სხვათა შორის, შესვენებაზე შეცვალეს, მაგრამ ნახევარმცველით. „უდინეზემ“ მეორე ტაიმის დასაწყისში შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლო და მატჩის მიწურულს ფაბიო გროსოს „სასუოლომ“ მესამეც გაიტანა - 3:1.

საბა გოგლიჩიძეს „უდინეზეს“ მაისურით სერია A-ში ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული, „ინტერთან“ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა (2:1).

„უდინეზე“ 5 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 ოქტომბერს, „კალიარის“ უმასპინძლებს.

„სასუოლო“ – „უდინეზე“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლორიენტე (8), 2:0 კონე (12), 2:1 დევისი (55), 3:1 იანონი (81)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094042