ფრენბურთში იტალიის ნაკრები (ვაჟები) ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
იტალიამ ჯგუფში ბელგიასთან ერთი მატჩი წააგო, მაგრამ პლეი-ოფში დომინანტი იყო, არგენტინა, ბელგია, პოლონეთი და ბულგარეთი დაამარცხა, ამ ოთხ შეხვედრაში ერთადერთი სეტი დათმო, ისიც ფინალში.
იტალიის ნაკრებმა ფინალი ბულგარეთთან პრობლემების გარეშე 25:21, 25:17, 17:25, 25:10 მოიგო და 2022 წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. ისტორიაში კი, ეს იტალიის მეხუთე ტრიუმფია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მანამდე ქალებში გაიმართა, სადაც ასევე იტალიის ნაკრები გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.