ფეხბურთი

18:24 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის ტრავმა და "ნიურნბერგის" მარცხი "ჰერტასთან"

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში „ნიურნბერგმა“ მორიგი მარცხი განიცადა, ხოლო ლუკა ლოჩოშვილმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

მეშვიდე ტურში მიროსლავ კლოზეს გუნდი შინ „ჰერტასთან“ 0:3 განადგურდა, ლოჩოშვილმა კი 70-ე წუთამდე ითამაშა, მაგრამ შემდეგ დაზიანების გამო მოედნის დატოვება ექიმების თანხლებით მოუწია. ჯერ უცნობია ტრავმის ხარისხი, პასუხი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. მიმდინარე სეზონში ლუკამ ბავარიელთა ღირსება შვიდ მატჩში დაიცვა.

„ნიურნბერგი“ 4 ქულით მე-16 პოზიციაზეა, მომდევნო ტურში კი, „დიუსელდორფს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.143128