„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმება ორშაბათს ჩაუტარდება. ამის შესახებ RMC Sport-ის ჟურნალისტი არტურ პერო სოციალურ ქსელში წერს:
„ვიტინიას და ხვიჩა კვარაცხელიას სამედიცინო შემოწმებები ხვალ არის დაგეგმილი. დღეს პარიზული კლუბისთვის სრულად დასვენების დღეა“, - წერს ის.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ოსერთან“ მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს. პსჟ-ს 1 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ საგარეო შეხვედრა აქვს.
პსჟ-ს ლაზარეთში კვარას და ვიტინიას გარდა, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი არიან, ხოლო ფაბიან რუისის თამაშიც საეჭვოა.