ფეხბურთი

20:11 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ დეკემბერში კიდევ ერთი ტიტულის მოგებას კატარში ეცდება

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ტურნირს კატარი უმასპინძლებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ კატარი 2025 წლის საკონტინენტთაშორისო თასის ბოლო სამ მატჩს უმასპინძლებს: ამერიკის დერბის და ფიფას ჩელენჯერის თასს, რასაც მოჰყვება ჩემპიონის გამოსავლენად პსჟ-სთან მატჩი. ამ ულამაზესმა ქვეყანამ წარსულში ფიფას არაერთ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლა და კიდევ ერთხელ გააერთიანებს მსოფლიოს, როდესაც ოთხი კონტინენტის გუნდებს უმასპინძლებს“, - ამბობს ინფანტინო.

10 დეკემბერს, ამერიკის დერბიში მექსიკური "კრუს ასული", როგორც კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულს შეხვდება, რომელიც ჯერ ცნობილი არაა. ამ წყვილში მოგებული 13 დეკემბერს ფიფას ჩელენჯერის თასისთვის აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, ეგვიპტურ „პირამიდსს“ შეხვდება, ხოლო აქ მოგებული ფინალში გავა, სადაც 17 დეკემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება საკონტინენტთაშორისო თასის ტიტულისთვის. ამრიგად, პარიზულ გუნდს ფინალში ადგილი გარანტირებული აქვს და ტიტულის მოსაგებად ერთი მატჩის მოგება დასჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103603