ფეხბურთი

21:02 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" ეროვნულ ლიგაში ისევ ვერ მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურში „იბერიამ“ „გარეჯს“ უმასპინძლა და ისევ ვერ მოიგო.

მეორე ტაიმის დასაწყისში მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრე ამისულაშვილის გოლით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 87-ე წუთზე ლევან პაპავამ წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.

„იბერიას“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 ფრე, 2 წაგება) და გავრცელებული ცნობით, გია გეგუჩაძეს, რომელმაც გუნდი დატოვა, ლევან კორღალიძე შეცვლის, რომელიც ბრუნდება. „იბერია“ 53 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 ოქტომბერს, „გაგრას“ ეთამაშება.

„გარეჯი“ 24 ქულით მერვე პოზიციაზეა და წინ „ტორპედოსთან“ მატჩი აქვს.

„იბერია“ – „გარეჯი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ამისულაშვილი (58), 1:1 პაპავა (87)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091646