ფეხბურთი

21:24 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ლიეტუვასთან გაიმარჯვა

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ასაკობრივმა ნაკრებმა, დღეს, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ლიეტუვის 17-წლამდელთა გუნდს უმასპინძლა და მეტოქე 3-ბურთიანი სხვაობით - 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მეათე წუთზე, ლუკა შარიქაძემ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი სახიფათო მომენტი ზუსტი დარტყმით დაასრულა. ხოლო მეორე ტაიმში თავის გამოჩენა გატანილი დუბლით ანდრია ბართიშვილმა შეძლო.

ლიეტუველებთან მომდევნო ამხანაგურ მატჩს, ალექსანდრე კობახიძის გუნდი 30 სექტემბერს, 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ჩაატარებს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 24-30 ოქტომბერს ისლანდიასა და საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ორ მატჩს ჩაატარებს. სამგუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.

საქართველო: ჭელიძე, შარიქაძე (ცირამუა 73), ცქვიტაია, გოგიჩაიშვილი, ფოცხვერია, შარვაშიძე (ხატოიანი 73), კუნჭულია (ფილაური 73), გორგაძე (ლაგვილავა 64), ბართიშვილი, კნოევი (კვარაცხელია 64), ავდოევი

გოლები: 1:0 შარიქაძე (10), 2:0 ბართიშვილი (51), 3:0 ბართიშვილი (68)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092962