ფეხბურთი

21:40 | 28.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალის" ქამბექი "ნიუკასლთან"

ლონდონის „არსენალმა“ ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მიკელ არტეტას გუნდი „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლს“ ესტუმრა და დიდი ხნის განმავლობაში აგებდა, მაგრამ სამი ქულა მაინც დაისაკუთრა. 34-ე წუთზე ანგარიში ნიკ ვოლტემადემ გახსნა და „ჯორდები“ 84-ე წუთამდე წინ იყვნენ.

თუმცა, შემდეგ „მეთოფეებმა“ აჯობეს მეტოქეს. ანგარიში მიკელ მერინომ გაათანაბრა, ხოლო მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე გაბრიელ მაგალაეშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

„არსენალი“ 13 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ვესტ ჰემს“ უმასპინძლებს, ხოლო „ნიუკასლს“ არ აქვს სეზონის კარგი სტარტი - 6 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ნოტინგემს“ შინ დაუპირისპირდება.

„ნიუკასლი“ – „არსენალი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ვოლტემადე (34), 1:1 მერინო (84), 1:2 მაგალაეში (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091507