საქართველოს ეროვნულ ლიგაში თბილისის „იბერიას“ მორიგი წაფორხილებით გორის „დილამ“ ისევ ისარგებლა და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
დიეგო ლონგოს გუნდმა შინ 1:0 სძლია ფოთის „კოლხეთს“. გამარჯვების გოლი აბდალა ხლაიხლაილიმ 74-ე წუთზე გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. „დილამ“ 59 ქულას მოუყარა თავი და 6 ქულით უსწრებს „იბერიას“, ხოლო მომდევნო ტურში „დინამო თბილისთან“ ითამაშებს. „კოლხეთი“ 18 ქულით ბოლო პოზიციზეა, მომდევნო მატჩს კი „დინამო ბათუმთან“ გამართავს.
„დინამო ბათუმთან“, რომელიც ზედიზედ მესამედ დამარცხდა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა შინ „სამგურალთან“ 1:2 წააგო. ირაკლი ჯანჯღავას გოლით სტუმრებმა ტაიმი მოიგეს, რასაც 91-ე წუთზე ლუკა ქაფიანიძემ უპასუხა, მაგრამ 5 წუთში კლაუდიო სებოლინიამ იმერლებს მოაგებინა. „დინამო ბათუმი“ 35 ქულით მეხუთეა და მომდევნო ტურში „კოლხეთს“ შეხვდება, ხოლო „სამგურალი“ 26 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და კონკურენტ „თელავს“ შეხვდება.
„დილა“ – „კოლხეთი“ 1:0 (0:0)
გოლი: ხლაიხლალი (74)
„დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჯანჯღავა (33), 1:1 ქაფიანიძე (90), 1:2 სებოლინია (90)