ლა ლიგის მეშვიდე ტურში „ბარსელონამ“ „სოსიედადს“ მოუგო და „რეალს“ გადაასწრო.
ალვარო ოდრიოსოლას გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის ბოლოს ჟულ კუნდემ უპასუხა. 59-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და „ბარსამ“ ისევ ქამბექით მოიგო, როგორც წინა ტურში - 2:1. აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ლამინ იამალი დაუბრუნდა, რომელმაც ლევანდოვსკის გოლში საგოლე პასი მიითვალა.
„ბარსელონა“ ლა ლიგაში 19 ქულით გალიდერდა, მომდევნო ტურში კი „სევილიას“ ესტუმრება. „სოსიედადმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და 5 ქულით მე-17 ადგილზეა.









