გერმანიის ბუნდესლიგის მეხუთე ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „უნიონ ბერლინს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა.
დაძაბული მატჩი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. „უნიონს“ მე-10 წუთზე ჰქონდა ყველაზე კარგი შანსი, მაგრამ „ჰამბურგის“ მეკარემ პენალტი მოიგერია. გიორგი გოჩოლეიშვილმა ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე შეცვალეს. ქართველი გერმანული გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია, ოთხ მატჩში ითამაშა, ერთი შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
„ჰამბურგი“ 5 ქულით მე-13 ადგილზეა და მომდევნო ტურში 5 ოქტომბერს, „მაინცს“ უმასპინძლებს.