ფეხბურთი

0:15 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მოისწრაფიშვილის საგოლე პასი სლოვაკეთის ჩემპიონატში

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში „ჟილინა“ „სპარტაკ ტრნავას“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ორივე გუნდში ქართველებმა ითამაშეს. „ჟილინაში“ შეუცვლელად იყო მინდორზე ალექსანდრე ნარიმანიძე, ხოლო სტუმართა შორის გიორგი მოისწრაფიშვილი, რომელმაც საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ლუკა ხორხელმა 55-ე წუთიდან ითამაშა.

„ჟილინა“ ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, რაც ვერ შეინარჩუნა. 85-ე წუთზე ჰილარი გონგმა ანგარიში მოისწრაფიშვილის პასით გაათანაბრა. ორივე გუნდს 16-16 ქულა აქვს და მეორე-მესამე პოზიციას ინაწილებენ.

საბერძნეთის ჩემპიონატში ლევან შენგელიას „ოფი“ „კიფისიასთან“ შინ 1:3 დამარცხდა, ქართველმა ნახევარმცველმა კი წითელი ბარათი მიიღო. მეტოქისთვის თმებში მოქაჩვის გამო შენგელია 43-ე წუთზე გააძევეს. „ოფი“ ოთხ ტურში სამი ქულით მე-12 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176587