სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:50 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "ნაპოლი" დაამარცხა და სერია A-ში სამი თანალიდერია

იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურში „მილანმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა (ჩემპიონატში).

მასიმილიანო ალეგრის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა და აქამდე უდანაკარგოდ მოთამაშე „ნაპოლი“ უქულოდ დატოვა.

მესამე წუთზე ანგარიში ალექსის სალემაკერსმა გახსნა, რომელმაც კრისტიან პულიშიჩის შესანიშნავი პასის შემდეგ ახლო მანძილიდან გაიტანა. ნახევარ საათში მილანელებს უკვე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, რადგან ამერიკელმა ფეხბურთელმა თავადაც გაიტანა.

მეორე ტაიმში თამაში ძალიან დაიძაბა: 57-ე წუთზე ნეაპოლელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც კევინ დე ბრუინმა გოლად აქცია და სხვაობა შეამცირა. პენალტის დანიშვნის მომენტში კი, „მილანს“ პერვის ესტუპინიანი გაუძევეს. შედეგად, „ნაპოლის“ მოედანზე რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდა და მატჩის ბოლომდე უტევდა.

თუმცა, „მილანმა“ თავი დიდებულად დაიცვა, დავიდ ნერეშის ძელს თუ არ ჩავთვლით, „როსონერის“ კარს რეალური საფრთხე თითქმის არ დამუქრებია.

„მილანმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო, „ნაპოლი“ პირველად დამარცხდა. სერია A-ს ხუთი ტურის შემდეგ სამი გუნდი ლიდერობს 12-12 ქულით - „მილანი“, „ნაპოლი“ და „რომა“.

„მილანის“ მომდევნო მეტოქე „იუვენტუსი“ იქნება, ხოლო „ნაპოლი“ „ჯენოას“ დაუპირისპირდება.

„მილანი“ – „ნაპოლი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 სალემაკერსი (3), 2:0 პულიშიჩი (31), 2:1 დე ბრუინი (60, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092993