ფეხბურთი

1:27 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "დე ბრუინი თუ შევცლაზე გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მილანთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ისაუბრა კევინ დე ბრუინის შეცვლაზე და ბელგიელი ფეხბურთელის რეაქციაზეც, რომელმაც მოედანი უკმაყოფილომ დატოვა.

„ვეცადე თამაშში დასვენებული ფეხბურთელები ჩამერთო ერთი-ერთზე სათამაშოდ და ფორვარდი ლუკათი შევცვალე. ვფიქრობ, რომ სწორი შეცვლები გავაკეთე. დე ბრუინი შევცლით გაბრაზდა? იმედია და ვფიქრობ, რომ თამაშით იყო გაბრაზებული და არა შეცვლით, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არასწორი ადამიანი აირჩია.

ბოლო დროს ბევრ გოლს ვუშვებთ და ამ მხრივ უნდა გამოვასწოროთ თამაში, რაც ფეხბურთელებმაც იციან, რადგან კარგი დაცვა ჩვენი ძალა იყო“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 12 ქულა აქვს და სერია A-ს ხუთი ტურის შემდეგ „მილანსა და „რომასთან“ ერთად ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099116