ფეხბურთი

2:00 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "დაცვაში კარგი ვარჯიში გამოგვივიდა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ის კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით, მაგრამ ამბობს, რომ ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია.

„კმაყოფილი ვარ, რადგან მნიშვნელოვანი ტესტი იყო მაღალი დონის „ნაპოლისთან“. კარგი პირველი ტაიმი ვითამაშეთ, შემდეგ მეორე ნახევარში გაძევება და პენალტი იყო, რამაც იძულებული გაგვხადა დაცვით ფაზაზე კარგად გვევარჯიშა. ბიჭები შესანიშნავები იყვნენ, მაგრამ მხოლოდ დასაწყისში ვართ და ხვალიდან მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი მიზანია მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიყოთ და ოთხეულში მოსახვედრად კიდევ 64 ქულის მოპოვებაა საჭირო. ჩემპიონობის ფავორიტად კი ისევ „ნაპოლი“ რჩება.

ბიჭებმა დღეს პატარა ნაბიჯი წინ გადადგეს, დამსახურებულად მოვიგეთ, მაგრამ ფრედაც რომ გვეთამაშა, არაფერი მოხდებოდა. ამ მონდომებით უნდა გავაგრძელოთ. მოდრიჩი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, დაცვის წინ თამაშობს და ბურთს შესანიშნავად ანაწილებს.

„იუვესთან“ თამაში? ახლა ამაზე არ ვფიქრობ, მაგრამ შესანიშნავი თამაში იქნება. იქ 8 წელი გავატარე და დაბრუნება ემოციური იქნება”, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ სერია A-ში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და 12 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 5 ოქტომბერს, სტუმრად „იუვენტუსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087873