ფეხბურთი

10:01 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "იქამდე დავრჩები აქ, სანამ კლუბს დავჭირდები"

კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე "ომონიას" უმასპინძლა და 0:5 განადგურდა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ასეთი თამაშისა და შედეგის შემდეგ რაიმეზე საუბარი რთულია, ეს მარცხი ყველას ბრალია. ფაქტია, რომ ისეთი გუნდი, როგორიც "ანორთოსისია" ძალიან რთულ სიტუაციაშია, როგორც სპორტული კუთხით, ისე ფინანსურად. მე როგორც რიგითი "ანორთოსისელი", რომელსაც ამ გუნდთან ერთად დიდი გზა მაქვს განვლილი დავრჩები აქ, სანამ კლუბს დავჭირდები. არ გვაქვს არანაირი უფლება კლუბი ასეთ სიტუაციაში მივატოვოთ, მაქსიმალური უნდა გავიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა, რომ რამენაირად ეს კლუბი გადავარჩინოთ. სხვანაირად ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც მიუხედავად შედეგისა მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან. მჯერა, რომ ხალხის მხარდაჭერით "ანორთოსისი" თავის სიმაღლეს დაუბრუნდება და კვლავ იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის. ახლა მთავარია ჩემპიონატში ადგილი შევინარჩუნოთ." - განაცხადა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ "ანორთოსის" მძიმე ფინანსური კრიზისი აქვს და ამ ვითარებაში თემურ ქეცბაია კლუბში მესამედ დაბრუნდა. 5 ტურის შემდეგ "ანორთოსის" 2 ქულა აქვს და ბოლოს წინა მე-13 ადგილზე იმყოფება.


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170817