შესაძლოა 45 წლის ესპანელი სპეციალისტი ჩავი ერნანდესი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. აღნიშნული ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ესპანელ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს "ალ-იტიჰადის" წარმომადგენლები აწარმოებენ და შეთანხმებასთანაც ახლოს არიან. მოგეხსენებათ, "ალ-იტიჰადმა" ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე "ალ-ნასრისთან" 0:2 წააგო, რის გამოც მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესი ბოლოს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი იყო და 2024 წლის შემდეგ უმუშევარია. რაც შეეხება "ალ-იტიჰადს" 4 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება.









