ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ATP (1000-ქულიანი) ტურნირში ირებს მონაწილეობას, სადაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს დაუპირისპირდა და მეტოქე სამ სეტში 4:6, 6:3, 6:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის უკან ბასილაშვილი ჩინეთის ჩელენჯერის 1/8 ფინალში სწორედ ტომიჩთან უშანსოდ დამარცხდა. ამრიგად რევანში აღებული და ნიკოლოზი შანხაის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე ელიოტ სპიცერი იქნება. აღნიშნული დაპირისპირება ხვალ დილით 08:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ი რეიტინგში 114 ადგილიდან 104- ადგილზე გადავიდა და ტოპ 100 მიუახლოვდა, სადაც ქართველი ჩოგბურთელი 2021 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.