ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართება, სადაც ალმაათის "კაირათი" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
"სამეფო კლუბი" უკვე ყაზახეთშია და მომდევნო მატჩისთვის ემზადება. დრეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ დახვდნენ ყაზახეთში "რეალის" ფეხბურთელებსა და მათი შტაბის წარმომადგენლებს.
შეგახსენებთ, რომ "კაირათისა" და "რეალის" მატჩი ხვალ 30 სექტემბერს 20:45 საათზე გაიმართება.









