ფეხბურთი

17:05 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "შტუტგარტმა" იპოვა იდიოტი, რომელმაც ვოლტემადეში ამდენი ფული გადაიხადა"

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ „ნიუკასლში“ ნიკ ვოლტემადეს ტრანსფერზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, „შტუტგარტმა“ იპოვა იდიოტი (ნიუკასლის ხელმძღვანელობა), რომელმაც ვოლტემადეში ძალიან დიდი ფული გადაიხადა, „ბაიერნი“ კი ამას არასდროს გააკეთებდა:

„გულახდილად გეტყვით, რომ როდესაც ვოლტემადესთან დაკავშირებით „შტუტგარტის“ მოთხოვნა გახმაურდა, მე ულისთან, ჰერბერტ ჰაინერთან, მაქს ებერლისა დ იან დრეზენთან ვთქვი, რომ ნელ-ნელა მივაღწევდით დონეს, რომელიც უბრალოდ მისაღებად არ მიმაჩნია. ჩვენ არ უნდა დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა ვინმეს გასახარებლად. „შტუტგარტს“ უბრალოდ შემიძლია მივულოცო, რომ იპოვა „იდიოტი“, რომელმაც ამდენი ფული გადაიხადა, რადგან მიუნხენში ამას ნამდვილად არ გავაკეთებდით“, - თქვა რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლ იუნაიტედმა“ „შტუტგარტს“ ნიკ ვოლტემადეს სანაცვლოდ ბონუსის ჩათვლით 90 მილიონი ევრო გადაუხადა. გერმანელმა ფორვარდმა ინგლისურ კლუბში ორი გოლის გატანა უკვე მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.106726