თამაშგარე

16:34 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯინა როდრიგესი წარმატების პიკშია

ესპანელი მოდელი ჯორჯინა როდრიგესი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კრიშტიანუ რონალდუს დიდი ხნის შეყვარებული და აწუკვე მეუღლე, 18 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართული საღამოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და შესაბამისად ყველაზე მიმზიდველი ვარსკვლავი იყო.

ამ დღეს ამერიკის ყველაზე დიდ ქალაქს მსოფლიოს უცნობილესი სახეები (მოდელები, მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები, ინფლუენსერები და ა.შ.) ეწვივნენ და მეტროპოლიტენის თეატრის დიდებული კიბე მოდის ყველაზე ექსკლუზიურ პოდიუმად გადააქციეს, რაც ნიუ-იორკშიც კი იშვიათად ხდება ხოლმე.

როგორც ამერიკის ბულვარული გამოცემები წერენ, ნიუ-იორკში გამართული ღონისძიების მთავარ სახედ წარმოჩინებამ ჯორჯინა როდრიგესი აქცია სხვა ცნობილი ესპანელი ქალების გზის გამგრძელებლად, რომლებმაც თავიანთი კვალი დატოვეს წითელი ხალიჩის დიდებულ რიტუალში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092997