ფეხბურთი

17:37 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი მოდრიჩს: "ლამაზი ფეხბურთი ყველას უყვარს"

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინმა „მილანთან“ მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ლუკა მოდრიჩთან ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ლამაზი ფეხბურთი ყველას უყვარს:

„ლამაზი ფეხბურთი ყველას უყვარს. სასიამოვნო იყო შენი ნახვა ძმაო“, - დაწერა დე ბრუინმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ნაპოლი“ 2:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ერთადერთი გოლი პენალტით კევინ დე ბრუინმა გაიტანა, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს და მოედანი ძალიან გაბრაზებულმა დატოვა. მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ პირდაპირ თქვა, რომ თუ დე ბრუინი შეცვლით იყო გაბრაზებული, მაშინ, არასწორი ადამიანი შეარჩია...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092363