ფეხბურთი

19:12 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: "ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მოტივაციას ამიტომ ვინარჩუნებ"

„მილანის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ 40 წლის ასაკშიც მოტივაციას ფეხბურთის სიყვარულით ინარჩუნებს.

როგორც ხორვატმა აღნიშნა, ეს არის მისი მოტივაცია და საიდუმლოც - ისევ სურს გამარჯვება:

„ეს უბრალოდ ფეხბურთის სიყვარულია, ნამდვილად მიყვარს ფეხბურთი. დაბადებიდანვე ვხედავდი ჩემი ბავშვობის ფოტოებს ბურთით. ძალიან მიყვარს ფეხბურთი, ამიტომაც ვინარჩუნებ მოტივაციას. როდესაც იგებ, ეს უნიკალური გრძნობაა და გინდა, რომ ეს ისევ განმეორდეს. სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას.

ჩემი საიდუმლო? კონკრეტულად ერთ რამეს ვერ ვიტყვი. ბევრი რამ არის, რაც უნდა გაერთიანდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის სიყვარული და თავგანწირვით თამაშის გაგრძელებაა. არ შეიძლება კმაყოფილი იყო იმით, რაც უკვე გააკეთე, უკან მოიხედო და თქვა: „მე ეს გავაკეთე, მე ის გავაკეთე“. ფეხბურთში ყოველთვის უნდა დაამტკიცო საკუთარი თავი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი ხარ და რამდენს მიაღწიე. ალბათ ამიტომ ვარ ჯერ კიდევ ამ დონეზე“, - თქვა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და „მილანის“ მთავარ ფიგურად სწრაფად იქცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164026