ფეხბურთი

19:45 | 29.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას "ანორთოსისი" იტალიელ ფეხბურთელს იმატებს

ფამაგუსტას „ანორთოსისი“, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, იტალიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, სტეფანო სენსის დაიმატებს.

ტრანსფერი გადაწყვეტილია, იტალიელი კვიპროსულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და მალე ოფიციალურადაც უნდა დადასტურდეს.

სენსიმ 2018-2021 წლებში იტალიის ნაკრებში 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ბოლოს ის „მონცაში“ თამაშობდა, ხოლო კარიერის განმავლობაში „ჩეზენაში“, „სასუოლოში“, „ინტერში“ და „სამპდორიაში“ აქვს ნათამაშები. თუმცა, ტრავმებმა მას პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა არ მისცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169835