„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ეჭვები ისევ რჩება, შეძლებს თუ არა, „ბარსელონასთან“ თამაშს. თუმცა, ფრანგული გამოცემა წერს, რომ გუნდს კატალონიაში გაჰყვეს, რადგან მატჩამდე ორი დღეა დარჩენილი, რის გამოც შეიძლება გამოჯანმრთელება მოასწროს.
კვარაცხელიამ ბარძაყის არეში ტკივილი „ოსერთან“ მატჩში მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი კი, 1 ოქტომბერს გაიმართება.