ფეხბურთი

10:26 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს?

ARA-ს ცნობით, „ბარსელონა“ გეგმავს არ გაუშვას ლამინ იამალი ესპანეთის ნაკრებში საქართველოსა და ბულგარეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის, რადგან თავდამსხმელს კვლავ აწუხებს საზარდულის ტრავმა.

„ბარსელონას“ სურს, იამალმა ითამაშოს ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ, ასევე კვირას „სევილიასთან.“ თუმცა, ის ფაქტი, რომ ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა, არ ნიშნავს, რომ მან დისკომფორტი სრულად გადალახა. მას საშუალება უნდა მიეცეს, შეჯიბრი თერაპიასთან გააერთიანოს, რათა თავიდან აიცილოს ტრავმის რეციდივი.

კლუბმა უკვე აამოქმედა გეგმა, რათა თავდამსხმელმა ოქტომბერში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის ორ საკვალიფიკაციო მატჩში ესპანეთის ნაკრებში არ ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ გუნდებს შორის შესარჩევი მატჩი 11 ოქტობერს გაიმართება ქალაქ ელჩეში და თბლისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092881