„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა განმარტა კლუბის მოტივაცია უგო ეკიტიკესა და ალექსანდერ ისაკის დამატების გამო.
„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი შეტევა ორი 9 ნომრით. დიოგუ ჟოტას ტრაგედიის შემდეგ გაირკვა, რომ ერთი თავდამსხმელი საკმარისი არ იქნებოდა. თავდაპირველად, ვგეგმავდით დარვინ ნუნიესის შეცვლას, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ ორი შემტევის დამატება. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ისაკი და ეკიტიკე ზუსტად ისინი იყვნენ, ვინც გუნდს სჭირდებოდა“, - ციტირებს Liverpool Echo მენეჯერის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ეკიტიკეს ტრანსფერში დაახლოებით 95 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო ისაკის დამატება გუნდს 145 მილიონი ევრო დაუჯდა.