ფეხბურთი

11:47 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

მილანის საქალაქო საბჭომ „სან სიროს“ სტადიონი იტალიური კლუბებს - „ინტერისა“ და „მილანს“ მიჰყიდა

მილანის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა „სან სიროს“ სტადიონის იტალიური კლუბებისთვის - „ინტერისა“ და „მილანისთვის“ მიყიდვის ფაქტი. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გადაწყვეტილება 30 სექტემბრის ღამეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. გარიგების ღირებულება 197 მილიონი ევრო გახლავთ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მილანის“ ორი კლუბი, რომლებიც საშინაო მატჩებს სან სიროზე მონაცვლეობით ატარებენ, ქალაქის საკუთრებაში არსებულ სტადიონზე უფლებების შეძენას გეგმავდნენ, რათა სტადიონი დაანგრიონ და მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე არენა ააშენონ.

აღნიშნულია, რომ ძველი სტადიონის რეკონსტრუქცია ტექნიკური პრობლემების გამო არაპრაქტიკულად ითვლება. ახალი სტადიონის მშენებლობა 2027 წელს დაიწყება, ხოლო დასრულება 2031 წელს იგეგმება. „სან სირო“ 1926 წელს აშენდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088034