მადრიდის „რეალი“ დაინტერესებული გახლდათ „მანჩესტერ სიტიდან“ ნახევარმცველ როდრის გადაბირებით.
თუმცა, El Nacional-ის ცნობით, „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პირადად ეწინააღმდეგებოდა გაყიდვას და განაცხადა, რომ როდრი მისი გუნდის მთავარი მოთამაშეა. დედაქალაქური კლუბის ინტერესის მიუხედავად, მწვრთნელმა ხაზგასმით აღნიშნა: „როდრი არ იყიდება“.
2024 წლის სექტემბერში ჯვარედინი მყესის გაწყვეტის გამო, როდრიმ გასული სეზონის უმეტესი ნაწილი გამოტოვა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.