სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:20 | 30.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ“ - ილია ზაბარნიმ პსჟ-ზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ უკრაინელმა მცველმა ილია ზაბარნიმ უსმან დემბელეს „ოქროს ბურთსა“ და პარიზულ კლუბზე ისაუბრა.

„ეს „ოქროს ბურთი“ უსმანისთვის წარმოუდგენელი მოვლენაა და ის ამას 100%-ით იმსახურებს. ეს ჩვენთვისაც შესანიშნავი გრძნობაა. ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ“, - ციტირებს ზაბარნის სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ ზაბარნიმ ცოტა ხნის წინათ გაიტანა სადებიუტო გოლი პსჟ-ში, „ოსერის“ წინააღმდეგ (2:0). ილიაი პსჟ-ში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. მან საფრანგეთის ლიგაში ხუთ მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ლიგა 1-ის შემდეგ ტურში პარიზელები „ლილს“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173282